დავით უსუფაშვილი - „თავდაცვის კოდექსის“ პროექტით, უკანა პლანზეა გადაწეული თავდაცვის ძალები - კოდექსი ითვალისწინებს სუს-ის საცეცების შეტანას თავდაცვის დაზვერვაში, პოლიციაში, გენერალურ ინსპექციაში, რასაც დე ფაქტო აკეთებენ

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტით, უკანა პლანზეა გადაწეული თავდაცვის ძალები და წინ არის წამოწეული სამხედრო პოლიცია, რომელსაც კოდექსის მთელი თავი ეძღვნება - კოდექსი ითვალისწინებს სახელმწიფოს სპეციალური წოდებების გავრცელებას თავდაცვის სისტემაში ანუ თავდაცვის დაზვერვაში, პოლიციაში, გენერალურ ინსპექციაში და სხვაგან სუს-ის საცეცების შეტანას კანონის დონეზე, რასაც დე ფაქტო აკეთებენ, - ეს განცხადება პარლამენტში „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში ბევრი ისეთი თემაა, რაზეც ოპოზიციაში ერთიანი აზრი არ არის. მისი თქმით, „ლელო“ არ ემხრობა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის გვერდის ავლა ეპისკოპოსების თუ სხვა გზებითა და მაქინაციებით მოხდეს, მაგრამ არც იმას ემხრობა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები თვეობით დარაჯებად გამოიყენონ.

„კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. ამ სიტყვებს „ლელოსთვის“ დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს სტანდარტის შეიარაღებულ ძალებს, პროფესიულ, კარგად გაწთრვნილ და კარგად ანაზღაურებულ არმიას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხედრო ვალდებულების მოხდას ორი შესაძლო ფორმით: - ეს არის 6-თვიანი ინტენსიური სამხედრო სწავლება ან 6-თვიანი ინტენსიური პროფესიული მომზადება. ეს იმიტომ, რომ საქართველო არის შეუწყვეტელი ომის პირობებში - რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომი არ შეუწყვეტია, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ამიტომ აუცილებელია საქართველო იყოს მობილიზებული და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რა მიდგომებით ვდგამთ ნაბიჯებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რეგისტრაციის არგავლით ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა