5-6 ივლისის მოვლენებს ჰყავდა კონკრეტული ორგანიზატორი და ეს არის „რუსული ოცნება“ და მისი სატელიტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 5-6 ივლისის მოვლენებს ორგანიზატორი არ ჰყავდა.
როგორც მან აღნიშნა, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე ღიად აგრძელებენ ანტიდასავლურ და ძალადობრივ პოლიტიკას.
„ისინი დღემდე დაუსჯელები არიან სწორედ იმიტომ, რომ მმართველი პარტია იყო ამ ძალადობის ორგანიზატორი, რომლის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო 50-მა ჟურნალისტმა და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაიღუპა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები უმკაცრესად აგებდნენ პასუხს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, კონსტანტინე მორგოშია და „რუსული ოცნების“ სხვა სატელიტები ღიად აგრძელებენ ანტიდასავლურ, პრორუსულ, ძალადობრივი პოლიტიკის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესების წინააღმდეგ, რადგან თავად არიან წახალისებული, ორგანიზებული, დაფინანსებული და ხელშეწყობილი „რუსული ოცნების“ მიერ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.