აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს მახლუფ მიკი ზოჰარს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს, მახლუფ მიკი ზოჰარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თორნიკე რიჟვაძემ ისრაელის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

„თავის მხრივ, ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბათუმის სწრაფ განვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის და განსაკუთრებით, ბათუმთან მიმართებაში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურის, სპორტის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე გამახვილდა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. ჯაბა ფუტკარაძე, ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერალური დირექტორი, კფირ ჰაკოენი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე/კონსული, ჰადას კოენი და ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, ჰენ ავითანი ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება