ლევან ხაბეიშვილი - უდიდესი ტრაგედიაა, როცა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას - მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეს რეაქცია

უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას - მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეს რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრებს გამოეხმაურა.

მშვილდაძის თქმით, ლილუაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება.

„უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას. ყველაზე სამარცხვინო კაცია ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება. კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში. „ფორმულას“ ჟურნალისტებმა თავად გამოიძიეს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და ინფორმაციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ქვების სროლაზე, თავდასხმაზე, მკვლელობაზე. ლილუაშვილი და გომელაური ახლა ფიქრობენ, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ალბათ, დროებით გამოსავალს მოძებნით, მაგრამ ზუსტად იცოდეთ, რომ არც რუსეთის, პუტინის მსახურება შეგრჩებათ, არც ქურდობა, კორუფცია და არც კრიმინალური საქმიანობა. მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეს რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ერთ-ერთი პირი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ, დავით ქაშიაშვილმა და ტელეკომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ გააცნეს. მათი თქმით, ინფორმაცია უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე აქვთ. ამასთან, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს კადრები, რომელიც მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიას ასახავს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება