კახა კალაძე - ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას - მათ ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასრულებენ დავალებებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყანას დააზიანებს.

„ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან.

ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის