ანრი ოხანაშვილი - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს - სხვა შემთხვევაში, რა ფასი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას?

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს - სხვა შემთხვევაში, რა ფასი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას?! - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს, უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ ამაში.

“სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუკი რაიმე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის აღუსრულებლობაა. არავინ უარყოფს იმას, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს.

როგორ წარმოგიდენიათ, კანონის უზენაესობას რა ფასი აქვს და ვინ დაიცავს კანონს, როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი დანაშაულს სჩადის და შემდეგ იმაზე აპელირება ხდება, რომ იცი, დანაშაული კი ჩაიდინა, მაგრამ კანონი არ უნდა აღსრულდეს. მაშინ რა ფასი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას?!“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის