გიორგი ბოტკოველი - კობახიძის განცხადება არის სამარცხვინო - გვეგონა, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ე.წ ხალხის ძალას გაატანა „ის კარტები“

კობახიძის განცხადება არის სამარცხვინო. ყველაფერს კადრულობენ ქვეყნის ავტორიტეტისა და ევროპული მომავლის დასაზიანებლად, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, რითაც ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებისგან, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკადრებელი უკვე აღარაფერი არსებობს.

„სამარცხვინო და ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადება არის კობახიძის მხრიდან. გვეგონა, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ე.წ ხალხის ძალას გაატანა ის კარტები, რომელი კარტების გახსნასაც აპირებენ, თუმცა ამ ხელისუფლებისგან, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკადრებელი უკვე აღარაფერი არსებობს და ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ქვეყნის ავტორიტეტი, ისე შემდგომი ევროპული მომავალი,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დეკემბერში კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება და საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, „საზოგადოებისთვის კარტების გახსნა მოუწევთ“.

„რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს