დევნილთა სააგენტოს დირექტორმა რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი 800 ბინის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა რუსთავში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

„სააგენტოს დირექტორთან ერთად მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, განსახლდება. ჯამში, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა