სუს-ი არ წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს, ის წარმოადგენს ერთი კაცის უსაფრთხოებისთვის შექმნილ სამსახურს, რომელიც “ქართული ოცნების” პროპაგანდას აგრძელებს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატი, დავით კირკიტაძე ავრცელებს.
მისივე თქმით, „ქვეყნის შიგნით არსებობს ერთადერთი ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას და მის მტერთან - რუსეთთან არის კოლაბორაციაში და ეს “ოცნებაა”.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ქვეყნის შიგნით არსებობს ერთადერთი ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას და მის მტერთან - რუსეთთან არის კოლაბორაციაში და ეს “ოცნებაა”. სუს-ი “ქართული ოცნების” გაგრძელებაა, ის არ წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს, ის წარმოადგენს ერთი კაცის უსაფრთხოებისთვის შექმნის სამსახურს, რომელიც აგრძელებს “ქართული ოცნების” პროპაგანდას,“ - აცხადებს კირკიტაძე სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებით.