ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამწუხარო, მაგრამ გასაგებია

საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამწუხარო, მაგრამ გასაგებია, - ეს განცხადება პარლამენტში „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

„ელჩთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება ძალიან არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ ვიცით კონტექსტი და გვესმის, რომ შიდა ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში არის უკრაინის ხელისუფლების მონაწილეობა, რაც ძალიან ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მოქალაქეობიდან, უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნიდან და ასევე, საქართველოს ხელისუფლების უცნაური საგარეო პოზიციიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზონ, რათა ოფიციალურ თბილისთან სააკაშვილის საკითხზე, კონსულტაციები გამართოს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის