პარტია „ხალხისთვის“ პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრების და საპროცესო შეთანხმების გაუქმების ინიციატივით გამოდის

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია “ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითვალისწინებს.

’“ჩვენი ხელწერა საქმეზე ფოკუსირება და ხალხის საკეთილდღეოდ საკანონმდებლო წინადადების წარდგენაა. ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა პედოფილიას ეხება. გამოცემა ,,ნეტგაზეთს’’ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგი სტატია ჰქონდა, სადაც კარგად ჩანს თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით. 29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად. მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში, პროკურატურას უჩნდება აზრი, გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და პედოფილი ქუჩაში დატოვოს. 5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა, საპროცესო შეთანხმება მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში. სასჯელის ზომაც, ამ მიმართულებით, ძალიან დაბალია. რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ, კორუფციასთან ან სხვა რამესთან. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის