იაგო ხვიჩია - მოგონილი მითია, რომ არშემდგარ ტერორისტულ აქტზე ვისაუბროთ ნაცვლად მნიშვნელოვანი საკითხებისა - მთავარი თემა ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევებია

მოგონილი მითია, რომ არშემდგარ ტერორისტულ აქტზე ვისაუბროთ ნაცვლად მნიშვნელოვანი საკითხებისა - მთავარი თემა ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევებია, - ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან სუს-ის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა იგეგმებოდა, რომელიც აღიკვეთა.

ხვიჩიას თქმით, ანგარიშის ამ ნაწილისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად, კითხვები მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა დაისვას.

„ეს ყველაფერი არის მოგონილი მითები იმისთვის, რომ ან ვიღაც შევაქოთ - “რა ყოჩაღი ყოფილხარ" ან იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი თემებზე კითხვების დასმის ნაცვლად, ვილაპარაკოთ არშემდგარ ტერორისტულ აქტზე რომელიც სუს-ის „გულმოდგინების" შედეგად აღმოიფხვრა. შეიძლება ეს იყოს ყურადღების გადატანის მცდელობაა მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე და მიზანი იყოს, რომ მხოლოდ ამაზე წავიდეს დისკუსია, თუ ვინ იყო თანამდებობის პირი, რომლის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მე დარწმუნებული ვარ, სერიოზული არაფერი ხდებოდა, მაგრამ ზოგადად, თუ გვინდა სხვა არაფერზე ვილაპარაკოთ და მხოლოდ ამან წაიღოს მედიის ყურადღება, მარტივად მოახერხებენ ამას ასეთი ჩანართებით. ამიტომ მე არ მივაქცევდი ამ ანგარიშის ამ ნაწილს ყურადღებას, მაგრამ იმ კრიტიკულ კითხვებზე მექნებოდა აქცენტი, რომელიც ამ ანგარიშის წაკითხვამდე მქონდა. არ შეიძლება ჩვენ მთელი ყურადღება აქეთ გადავიტანოთ და დანარჩენი არაფერზე ვილაპარაკოთ. ჩემი აზრით, მთავარი თემა. რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევებია, რომელსაც სხვადასხვა მტკიცებულებებით სხვადასხვა მედიები სუს-ის თანამშრომლებს აბრალებენ. მგონია, რომ ეს ნაწილია მნიშვნელოვანი - ტყუილია, მართალია, რა არგუმენტები არსებობს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიშა მშვილდაძეზე ძალადობისას, ადგილზე იმყოფებოდა სუს- ის თანამშრომელი და ოპერაცია სუს-ის ორგანიზებით დაიგეგმა, ხვიჩია აცხადებს, რომ “როცა გარემოებების კასკადია, ამის შემთხვევითობაზე დაბრალება უფრო და უფრო რთული ხდება".

ხვიჩიას თქმითვე, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს და ის ამ კითხვებს პარლამენტში ანგარიშის მოსმენისას დასვამს.

„ამასთან დაკავშირებით კითხვები რელევანტურია. ამიტომ ამ კითხვას დავსვამ იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად არაფერზე გვპასუხობენ. თუმცა, ეს ისეთი ამბავია, რომელიც შეკითხვის დასმას იმსახურებს”,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, რომ მომხდარის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაევალა, ხვიჩია ამბობს, რომ როცა სახელმწიფო სისტემა შეგნებულად ებრძვის საკუთარ მოქალაქეებს, ვერც ერთი უწყება ვერ იქნება დასაყრდენი და ადამიანი ამ დროს შეიძლება მხოლოდ სხვა ადამიანს დაეყრდნოს.

„ზოგადად, როცა სახელმწიფო სისტემა შეგნებულად ებრძვის თავის მოქალაქეებს და ამის ნაწილია სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სუს-ი, საგამოძიებო ორგანო, დასაყრდენი არის მხოლოდ ერთმანეთი და ვერც ერთი უწყება ვერ იქნება დასაყრდენი, როგორც ფილმ „მატრიცაშია“, უწყებას როგორც კი შეეხები, ყველა ერთნაირ სახეს იღებს, ამიტომ ადამიანის დასაყრდენი ვერც ერთი უწყება ვერ იქნება, დასაყრდენი შეიძლება იყოს სხვა ადამიანი”, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა