გიგა ბოკერია საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე - როცა ხელისუფლების ორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ პირდაპირი გზაა

როცა ხელისუფლების ორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეჯოში, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციურ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება.

„ამ ამაზრზენი ძალადობით ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას კი არ უპირისპირდება, ის უპირისპირდება მთელი ჩვენი საზოგადოების მშვიდობას.

ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა