გიგა ბოკერია - ქვეყნის ღალატში სუს-სა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკვანძო როლი აქვს

ქვეყნის ღალატში სუს-სა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკვანძო როლი აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, არალეგიტიმურ პარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენას აზრი არ აქვს.

„დღეს ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს და მის მომავალს საფრთხეს უქმნის.

რა მნიშვნელობა აქვს, რა სახის უტიფრობას იტყვიან ამჯერად, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული სისულელე ჩაწერონ ან განსაკუთრებულად ამაზრზენი იყოს რა ფორმითაც ატყუებენ საზოგადოებას, თუმცა სურათი ნათელია.

დღეს ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს და საფრთხეს უქმნის მის მომავალს, ხოლო ქვეყნის ღალატში დღევანდელ ინსტიტუციას სუს-სა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკვანძო როლი აქვს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება