ლევან ხაბეიშვილი - რუსული პარტიის მიერ დაორგანიზებული „ტიტუშკების“ თავდასხმების დროს, თუ ვინმე გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას ჟურნალისტები და ოპერატორები არიან - ქედს ვიხრი თქვენი თავდადებისა და უშიშრობის წინაშე

რუსული პარტიის მიერ დაორგანიზებული „ტიტუშკების“ თავდასხმების დროს, თუ ვინმე გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას, არიან ჟურნალისტები, ოპერატორები, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში, პენსიონერებთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს.

ხაბეიშვილი მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

„რუსული პარტიის მიერ დაორგანიზებული "ტიტუშკების" თავდასხმების დროს, თუ ვინმე გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას, არიან ჟურნალისტები, ოპერატორები.

სამწუხაროდ, პუტინისტების აგრესია მათზეც ვრცელდება და რიგ შემთხვევაში ფიზიკურადაც უსწორდებიან. დღეს, საგარეჯოშიც ასე იყო და მინდა თითოეულს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გმირული შრომისთვის!

ქედს ვიხრი თქვენი თავდადებისა და უშიშრობის წინაშე“, - წერს ხაბეიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება