კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ამის უფრო სწრაფად გაკეთება გვსურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე კონტრშეტევამ კიევს საშუალება მისცა რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში „ინიციატივა” აეღო, მაგრამ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ამის უფრო სწრაფად გაკეთება გვსურს“.
მისივე თქმით, ის ეთანხმება სამხედროების მოსაზრებას, რომ ოპერაცია, რომელიც წინა თვეს დაიწყო, „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს”.
„ყველას გვაქვს სურვილი, რომ კონტრშეტევა დროის უფრო მოკლე პერიოდში დასრულდეს, მაგრამ ასეთია რეალობა… ინიციატივა დღეს ჩვენს მხარესაა. წინ მივიწევთ, თუნდაც ისე სწრაფად არა, მაგრამ წინ მივიწევთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ F-16-ები და ნებისმიერ სხვა ტექნიკა, რომელიც საჭიროა, უკრაინას საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად წავიდეს წინ და მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს.