მაკა ბოჭორიშვილი ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობდა

ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, მან საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

„ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები, რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ როგორც ევროკავშირისთვის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

საერთაშორისო ორგანიზაციის Link-Europe ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა