გურამ მაჭარაშვილი - ზელენსკის გადაწყვეტილება არა მხოლოდ აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს სახელმწიფოს და საერთაშორისო სასამართლოს

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მოხდა იმის დადასტურება, რასაც „ხალხის ძალა" საუბრობდა თავის განცხადებებში, რომ საქართველოში სურთ მეორე ფრონტის გახსნა, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.

მაჭარაშვილის შეფასებით, ქართულმა საზოგადოებამ ზელენსკის გადაწყვეტილებით დაინახა, რომ სამწუხაროდ, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არა მხოლოდ აზიანებს ურთიერთობებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სასამართლოსაც.

„სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ ხდება გარდა იმისა, რასაც ჩვენ მათ შორის, „ხალხის ძალა" განცხადებებში და კომენტარებში ვამბობდით, რომ ის ძალები, რომელთაც სურს საქართველოში მეორე ფრონტი - ეს დადასტურებულია. რაც უნდა „ტუფლებიდან" ამოხტეს ვაშაძე და მანჯგალაძე, ეს არის ფაქტები. ნუ, გასაგებია მათი მოლოდინი, რომ არჩევნები ახლოვდება - 4 კაცი შეიყვანეს და 2 დარჩნენ, ან შევლენ შემდეგ პარლამენტში, ან - ვერა, გასაგებია და ხტუნაობენ. ფაქტი და მოცემულობა სხვა რამეს მეტყველებს, რაც ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა - ზელენსკის გადაწყვეტილება არის მტკიცებულება იმისა, რომ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ აზიანებს ამ ურთიერთობებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სასამართლოსაც. მაშინ, როდესაც თუ პარტნიორულ უფლებებზეა საუბარი და არა ვასალურ და მონურ დამოკიდებულებაზე, როგორი ფსიქოლოგიაც, მათ შორის, ჩემს წინა გამომსვლელს ბატონ მანჯგალაძე გააჩნია - შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ის უფროსი ძმაა და ყველაფერი უნდა ვაპატიოთო, რასაც ისინი იტყვიან ის უნდა გავაკეთო. ასეთი მიდგომა არ არის სუვერენიტეტი, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვამბობთ, პარტნიორულ უფლებებზე და ურთიერთობებზე თუ არის საუბარი, ამ შემთხვევაში ბატონი ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ცნობილი არიან ქართული მართლმსაჯულებით დამნაშავედ. უკრაინაში არა თუ თავისუფლად გადაადგილდებიან, არამედ თანამდებებიც უკავიათ", - განაცხადა მაჭარაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება