შალვა პაპუაშვილი - საქართველოში არასდროს მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების მანდატს მისცემს

საქართველოში არასდროს მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების მანდატს მისცემს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მიზანი აქვს პოლიტიკოს მურმან დუმბაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხი წინააღმდეგობას გაუწევს.

„ყველა ეს მოძრაობა დაკავშირებულია იმასთან, რომ რაიმენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით შეცვალონ ხელისუფლება. ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და მათი აბსოლუტური ძალაუფლების აღდგენა სურს, ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხი ამას ეწინააღმდეგებოდა 10 წელი და შეეწინააღმდეგება შემდეგი 10 და 20 წელი. საქართველოში არასდროს მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების მანდატს მისცემს. ამიტომ, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის, არჩევნების გვერდის ავლა, გარკვეული არეულობის და რევოლუციური სცენარების შექმნა და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ყალბ დეზინფორმაციულ კამპანიებზე. ჩვენ ვნახეთ, ეს დეზინფორმაცია, ამ შემთხვევაში, დასავლეთიდან მოდიოდა. დეზინფორმაცია ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. წელიწად ნახევარი ტყუილს ჰყვებოდნენ, ტყუილს, უცხოელი პოლიტიკოსები, უცხოური მედია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ერთი წელი ტყუილს ამბობდა ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი და მედია სანქციებთან დაკავშირებით. ორი ტყუილი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოსდეს დეზინფორმაციული კამპანიის სახით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანი სწორედ ეს არის. დეზინფორმაციას კეთილშობილური მიზნები არასდროს აქვს, დეზინფორმაციის მიზანია კონსპირაციების შექმნა, საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა, მდგომარეობის არევა იმისთვის, რომ ამღვრეულ წყალში დემოკრატიის გვერდის ავლით „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ ჩააბარონ ხელისუფლების სადავეები და ხედავთ, რომ ამას ქართველი ხალხი არ უშვებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის