შალვა პაპუაშვილი გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების სამსახურები მიშა მშვილდაძეზე ძალადობასა და დანაშაულებრივ საქმეებში იყოს ჩართული

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამორიცხავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები მიშა მშვილდაძეზე ძალადობასა და ზოგადად, დანაშაულებრივ საქმეებში იყოს ჩართული.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიშა მშვილდაძის საკითხს იძიებს და ის დაადგენს, თუ ვინ იყო საქმეში ჩართული და რა იყო მოტივი.

„ეს ამბავი საპარლამენტო გამოძიების საგანი არ არის. შედეგებს ყველა ერთად ვადევნებთ თვალყურს. გამოძიების დაწყება რომ უკვე დასკვნას გულისხმობდეს, სასამართლო პროცესი საჭირო არ იქნებოდა. ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურები, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო უწყება იმდენადაა ადამიანებზე ორიენტირებული, რომ დაზარალებულებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს იძიებს. მე, ზოგადად, გამოვრიცხავ, რომ სუს-ი და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოში ძალადობის კულტივაცია ხდება, რისი ძალადობაში გადაზრდაც ხდება, თუმცა ასეთ დროს კანონმდებლობა ყოველთვის შესაბამისად რეაგირებს.

„ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ დაგმობილია, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ მოძალადეები დაისაჯონ. ჩვენთან სხვადასხვა მეთოდებით ძალადობის კულტივაცია ხდება, რაც გარკვეულწილად ჭარბ ემოციებში იჩენს თავს, რაც შემდეგ ძალადობაში გადაიზრდება. ამ დროს, რა თქმა უნდა, ერევა კანონმდებლობა და ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვაქვს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულის" განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეც იყო."შაბათის ფორმულის" წამყვანის, დავით ქაშიაშვილის თქმით, „ფორმულამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი მუმლაძე სუს-ის თბილისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 27 ივნისს თბილისში ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს, ძალადობის მუხლით დააკავა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება