შალვა პაპუაშვილი - სუს-ი კარგად მუშაობს - ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო მათ შორის ის, რომ აქ შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში მიაბრძანეს

„ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო მათ შორის ის, რომ აქ შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში მიაბრძანეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში შეაფასა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის შეფასებით, სუს-ი კარგად მუშაობს.

„ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო მათ შორის ის, რომ აქ შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში მიაბრძანეს, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ის, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომელიც დღეს რეგიონში გვაქვს, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესებულა. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან ჩვენს ქვეყანაში, უსაფრთხოების მხრივ ერთი ინციდენტიც კი არ ყოფილა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აწყობილია იდეალურად. ეს გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს. არის ხოლმე ხანდახან საუბარი, სტატისტიკა უნდა დაუთვალონ, რამდენი შპიონი გამოავლინეს და ა.შ. ასე არ მუშაობს უსაფრთხოების სამსახური. უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ისე, რომ გადიხართ გარეთ და არის უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის ანგარიშში რუსეთი ოკუპანტად მოხსენიებული, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოს, მათ შორის უსაფრთხოების სტრუქტურის მიმართ.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები ყოველდღიურად გიცავენ იმ საფრთხეებისგან, რომელიც ნამდვილად არსებობს. ხომ ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ჰიბრიდული თუ პირდაპირი საფრთხეები. ამის რეალიზება რომ არ ხდება, ამას უსაფრთხოებს სამსახური ახდენს. რაც შეეხება ოკუპანტის ხსენება-არხსენებას, ეს უკვე არასერიოზული არის. არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც ამ საკითხზე არ არის საუბარი თუ საჯარო განცხადება. რას ფიქრობთ, ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ასეთ საკითხს? არ შეიძლება ასე დაკნინება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტს, რომელიც კანონმდებლებს აპრილის თვეში წარედგინა, დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. მომხსენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი იქნება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს