შალვა პაპუაშვილი - მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა, ოპოზიციამ დაიბრალოს

მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რას საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთან და მის ინსტიტუტებთან დაკავშირებით, როდესაც ევროპულ დედაქალაქებში ვიზიტით იმყოფებიან.

„მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ კანდიდატის სტატუსი. უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა იმ ფონზე, როდესაც ზეპირად ვიცით, რასაც აკეთებენ ისინი, როდესაც დაფრინავენ სხვადასხვა დედაქალაქში, რას საუბრობენ იქ და როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოსთვის სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონვე საუბრობენ ამაზე - მიდიან, საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორი ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორი გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსიო - ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია მოგვცენ და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება