თინა ბოკუჩავა - კითხვებზე პასუხები ვერ მივიღე, სუს-ის უფროსის მოადგილემ გვითხრა, დანარჩენზე პუტინს ჰკითხეთო - გამორჩეულად ტრაგიკომიკური სხდომა იყო

კითხვებზე პასუხები ვერ მივიღე, სუს-ის უფროსის მოადგილემ გვითხრა, დანარჩენზე პუტინს ჰკითხეთო - გამორჩეულად ტრაგიკომიკური სხდომა იყო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები, რომელზეც პასუხები ვერ მიიღო, შეეხებოდა ფრენებს, რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების საკითხს, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას საქართველოში, რუსი ჯაშუშების გამოვლენას, ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, ასევე კითხვა ეხებოდა „დესტრუქციულ ძალებს“, რაზეც ანგარიშშია საუბარი.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სუს- ის უფროსის პირველ მოადგილეს ჰკითხა ასევე, თუ ვინ იგულისხმება „გლობალურ ომის პარტიაში“.

„აბსოლუტურად ყველა კითხვა, რომელიც დავსვი, დარჩა პასუხგაუცემელი და ბატონმა ბატიაშვილმა ასეთი პასუხი შემოგვთავაზა - დანარჩენზე პუტინს ჰკითხეთო. იმედი მაქვს, სუს-ი საქმეს არ აღძრავს ჩემს წინააღმდეგ ამ ფრაზის გამოტანის გამო დახურული სხდომიდან, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ დახურა ბერაიამ. ის 180 მილიონი, რომელსაც სუს-ი ყოველწლიურად ხარჯავს, არის ბიუჯეტის ფლანგვა, თუ დღევანდელი სხდომით ვიხელმძღვანელებთ. ამ პარლამენტის სტანდარტითაც კი, გამორჩეულად ტრაგიკომიკური იყო სხდომა, სადაც ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა