ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ევროპული სტრუქტურების მხრიდან შემოსადავებელ სივრცეს არ ვტოვებთ

იმის წარმოჩენად, თითქოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად არაფერი გაკეთებულა, იმაზე მიანიშნებს, რომ კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებს არა აქვს სურვილი იმისა, საქართველოს სტატუსი ჰქონდეს - ასეთ განცხადებებსა და დამოკიდებულებას მომავალი თაობები შეაფასებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "ვითარება უსაფრთხოების კუთხით ევროპაში დასტაბილურება, რის შემდეგაც შეფასებებისთვის მეტი სივრცე გაჩნდება".

"გულდასაწყვეტი და შემაშფოთებელია განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ერთის მხრივ უცხო ქვეყნის სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან, ასევე, შიდა პოლიტიკური ჯგუფებისგან. ეს არის ერთგვარი ულტიმატუმი და მუქარა, რომ შესაძლებელია კონკრეტული ქვეყანა კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

ჩვენ ევროპული სტრუქტურების მხრიდან შემოსადავებელ სივრცეს არ ვტოვებთ. მათი შეფასებითა და ინდიკატორებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება ჯერ კიდევ მაშინ ეკუთვნოდა, ვიდრე ჩვენ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას დავიწყებდით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის