მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ნახა, რომ სამსახური გამართულია - ოპოზიცია ამ სხდომიდან კმაყოფილი ვერ გავიდოდა, რადგან მათთვის ხელსაყრელი ვერაფერი ნახეს

ოპოზიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისად ნახა, რომ სამსახური გამართულია და ყველა იმ ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ეს უწყება არსებობს - რა საკვირველია, ამ სხდომიდან ოპოზიცია კმაყოფილი ვერ გავიდოდა , - ეს შეფასება ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა

სარჯველაძის თქმით, სუს-ი ქვეყნის დაცვას ახორციელებს და დღევანდელი სისტემა ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებას უზრუნველყოფს.

"ოპოზიცია სხდომაზე რისთვისაც შემოვიდა, რომ სხდომიდან ისეთი შეფასებები გაეტანათ, რომ თითქოს და, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ბერკეტია, რეალურად, ამისთვის ვერავითარი დასაყრდენი ვერ ნახეს. განხილვის პროცესში არც ერთი ისეთი ფრაგმენტი არ ყოფილა, რითაც მათ შეეძლებოდათ, მათ მიერვე წინასწარ გამზადებული დასკვნები და "მესიჯები" გაემყარებინათ.

აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, ოპოზიცია ამ სხდომიდან კმაყოფილი ვერ გავიდოდა, რადგან მათთვის ხელსაყრელი ვერაფერი ნახეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძემ.

სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტში - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა