ლევან ხაბეიშვილი - გიორგი ბაჩიაშვილის ამბით ივანიშვილმა დაგვიდასტურა, რომ მილიარდებს შოულობს

გიორგი ბაჩიაშვილის ამბით ივანიშვილმა დაგვიდასტურა, რომ 101 მილიონი ლარის კრიპტოვალუტა მოჰპარეს. აღიარა, რომ თავად მილიარდებს შოულობს და აქვს ეჭვი, რომ 101 მილიონი ლარი გაუქრეს, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის ამბით დადასტურდა თუ როგორ შოულობს ბიძინა ივანიშვილი მილიარდებს კრიპტოვალუტით.

“ბაჩიაშვილის და პუტინისტი ივანიშვილის საქმე ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია.

1. ივანიშვილს არ მოსწონს, როცა მას ჰპარავენ, თორემ ბიუჯეტით და ხალხის ფულით რამდენიც გინდათ - ის სჯის ყველას, ვის მსახურებაშიც მინიმალურ ეჭვს შეიტანს.

2. რუსი, პუტინისტი ოლიგარქი არ დაინდობს მის უახლოეს გარემოცვას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის უპირობოდ გაწიროს - საბოლოოდ ყველას ეს ელის მის გარემოცვაში.

ბაჩიაშვილის ამბით ივანიშვილმა გვითხრა, დაგვიდასტურა, რომ 101 მილიონი ლარის კრიპტოვალუტა მოპარეს. აღიარა, რომ თავად მილიარდებს შოულობს და აქვს ეჭვი, რომ 101 მილიონი ლარი გაუქრეს.

და როგორ შოულობს ? ააშენა ბიტკოინების "ქარხანა" , გამოაცხადა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებად კონკრეტული ადგილები. ელექტროენერგიაში იხდის მიზერულ თანხას, იაფი დენით გამოიმუშავებს ბიტკოინებს და შესაბამისად, შოულობს მილიარდებს. ამას აკეთებს უკვე 10 წელზე მეტია! ხალხს უძვირდება ტარიფები, იმიტომ რომ ივანიშვილის ბიტკოინები 7 - ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ წელიწადში, ვიდრე მაგალითად რკინიგზა.

მოკლედ, ივანიშვილი ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ სქემით მილიარდები იშოვა ხალხის ხარჯზე. შეგახსენებთ, კონკრეტულ ციფრებს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოში (გარდა ოკუპირებული აფხაზეთისა), კრიპტოვალუტების მაინინგზე 690 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია დაიხარჯა.

1. "ბი ეფ დი სი საქართველო” ანუ Bitfury- 434 მილიონი კილოვატ საათი;

2 . "ჯეომეინთენანსის” - 70.6 მილიონი კილოვატ საათი;

3. "აითი ლები” - 58 მილიონი კილოვატ საათი;

4. "დატა ჰაბი“ - 26 მილიონი კილოვატ საათი”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის