ლევან ხაბეიშვილი - ჩემი შეთავაზება ოპოზიციასთან დარჩება ძალაში, როცა საუბარია საერთო სტრატეგიის ქონაზე - რაც შეეხება კონსულტაციებს, მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და აქტორთან, უახლოეს კვირებში ბევრი სიახლე იქნება

სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან მიმდინარეობს საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, უახლოეს კვირებში ძალიან ბევრი სიახლე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ხაბეიშვილი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება, ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება.

მისივე თქმით, პარტიის ინტერესი მდგომარეობას იმაში, რომ თითოეული ოპოზიციური პარტიის ხმა დაცული იყოს ყველა საარჩევნო უბანზე.

„ჩემი შეთავაზება დარჩება ძალაში, როცა საუბარია საერთო სტრატეგიის ქონაზე. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა აქვს, მათ შორის საარჩევნო კომისიებში, რომლის ფუფუნება, სამწუხაროდ სხვა პარტიებს არ აქვთ.

ჩემი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ ადამიანებს. თუ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები, დამკვირვებლები არ ჰყავთ , ხმებს ხომ არავინ დაიცავს და ის ხმა შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასაცავი იყოს. განა რა არის ამაში ცუდი, როცა ჩვენ ვთავაზობთ, რომ გამოიყენეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა.

ჩემი ინტერესია თითოეული ოპოზიციური პარტიის ხმა იყოს დაცული ყველა საარჩევნო უბანზე, ამისთვის მე და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სჭირდება კოორდინაცია, იმისთვის რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდეს.

„რაც შეხება კონსულტაციებს, დაგიდასტურებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან მიმდინარეობს საუბარი. უახლოეს კვირებში ძალიან ბევრი სიახლე იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით და იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამსხვილდებიან, ერთმანეთთან მონახავენ საერთო ენას. ჩვენ დაგვჭირდება კოორდინაცია, იმისთვის რომ რუსი ოლიგარქი დავამარცხოთ“, - დასძინა ხაბეიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის