ჯონ კირბი - გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ვაღიარებთ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს და რომ ეს უნდა იყოს აქტიური დისკუსია ამ ერსა [უკრაინასა] და ალიანსს შორის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ პროცესს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვაში 11-12 ივლისს გამართულ ნატოს სამიტზე, მოკავშირეები ისაუბრებენ, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე და რა სჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის დროს.

კირბის განცხადებით, სამიტზე ასევე გაიმართება დისკუსია საკითხზე, თუ როგორი იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებები, თუნდაც ომის შემდგომ.

„მე არ შევხედავ ნატოს სამიტს, როგორც გარკვეულ სისტემებზე გადაწყვეტილების მიღების ადგილს. ვფიქრობ, რომ ვილნიუსში მოხდება მოკავშირეების შეკრება, რათა ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება დღეს ბრძოლის ველზე, რა სჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის დროს, მაგრამ ასევე ვიხილავთ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებები, თუნდაც ომის შემდგომ. მე არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულ პლატფორმებზე ან სისტემებზე, უბრალოდ, იქნება უფრო ძლიერი დისკუსია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას გრძელვადიანი თავდაცვისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ბრძოლა, რომელშიც ისინი ახლა არიან. ომის შემდგომ უკრაინაზე საუბრისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი იქნება მათი უსაფრთხოების საჭიროებები და რა ვალდებულებები შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში, რადგან მათ ისევ ექნებათ გრძელი საზღვარი რუსეთთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს და რომ ეს უნდა იყოს აქტიური დისკუსია ამ ერსა და ალიანსს შორის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ პროცესს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის