ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს - დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 16 წლის ლუკა აბულაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს.

ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებული სამი პირი დუმილის უფლებას იყენებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, რადგან ბრალდებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის წინ ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ გაიყვანეს. ახლობლების თქმით, სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა.

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ზღვაში დაღუპულ ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულია ნოდარ მამულაძე, ლუკა მარკოიძე და ზურაბ საღინაძე. დღევანდელ პროცესზე სასამართლო დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ ზურაბ საღინაძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ორ ბრალდებულს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა