ყველა, ვინც ებრძვის გამოხატვის თავისუფლებას, ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და განვითარებას, - ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ დღეს განვითარებული მოვლენები.
მისივე თქმით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი საყრდენი.
„შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი საყრდენი და მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომლითაც განვითარებული დასავლური სამყარო განსხვავდება დაჭაობებული რუსული მმართველობისგან. ყველა, ვინც ებრძვის გამოხატვის თავისუფლებას, ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობას და განვითარებას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ საზოგადოებაში დაპირისპირების წახალისებით და ძალადობის იგნორირებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, განწირულია პოლიტიკურ წარსულში დარჩენისთვის“,- განაცხადა საბა ბუაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.