ირაკლი კუპრაძე - სახელმწიფო არ და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება

სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება! - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კუპრაძის შეფასებით, მომხდარი არის ქვეყანასა და მომავალზე ძალადობა.

„სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება!

ის, რაც ახლა ხდება ორკების და მოძალადეების თარეშით, ეს არ არის მოქალაქეობა, ეს არ არის ქრისტიანობა! ეს არის მოძულეობა საკუთარი ქვეყნის და მომავლის!“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია “ლელო“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს