დღეს თბილისში დატრიალებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ჩამოშლილია და არ იცავს მოქალაქეთა თავისუფლებას და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დღეს ძალოვანი უწყებები ემსახურება არა საქართველოს და მისი მოქალაქეების, არამედ მმართველი გუნდის ინტერესებს, „ვისი მმართველობაც პირდაპირ ემყარება ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც "ქართული ოცნების" დაკვეთით ასრულებენ კრემლის სცენარს საქართველოში“.
„ყველა დღე, როცა ძალადობრივი ჯგუფები წარმატებით ახერხებენ საქართველოს კონსტიტუციის და სამოქალაქო თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას, წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს და საქართველოს სტაბილური მომავლის საბოტაჟს.
დღეს განხორციელებულ ძალადობრივ აქტებზე და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომლის მიზანია სამოქალაქო დაპირისპირების კერების გაღვივება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის განადგურება,
სრული პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას".
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის უმთავრესო ამოცანაა, დროულად დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა, რომელიც წარმოადგენს ქაოსის, სამოქალაქო დაპირისპირების და უკუსვლის მთავარ წყაროს“,- ნათქვამია განცხადებაში.