ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოხატავს Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ.
„ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქტებით განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. "თბილისი პრაიდის" განცხადებით, "განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება "ალტ-ინფოს" შორის".