ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ამ გზით ბაიდენს ომის დასრულება ხუთ წუთშიც კი შეუძლია - ამას ჩვენ არ დავთანხმდებით

ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.

„ისე, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უკვე ჰქონდა ეს 24 საათი თავის დროზე. ჩვენ ვიყავით ომში, არა სრულმასშტაბიან ომში, მაგრამ ვიყავით ომში და ჩემი ვარაუდით, მის განკარგულებაში ეს დრო იყო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა