თეა ახვლედიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ პროექტებს ახორციელებენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეა ახვლედიანმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა. მან აღნიშნულ კონტექსტში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე დეტალურად იმსჯელეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები მიმოიხილეს.

თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა ყურადღება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიღწეული შედეგებზე, სამომავლო ხედვებსა და ამოცანებზე გაამახვილა, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის