ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, საქართველოც კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ნატო-ს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ნატო-ს დაუახლოვდეს.
„იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, აუცილებელია ორი მთავარი საკითხი - დემოკრატიულო რეფორმები და პოლიტიკური ნება და სურვილი იმისათვის, რომ გახდე ნატო-ს წევრი. სამწუხაროდ, არცერთი ამ მიმართულებით “რუსული ოცნება” არცერთ ნაბიჯს არ დგამს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ ხელისუფლებისგან გასაგებია, რომ არაფრის იმედი და მოლოდინები არ გვაქვს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან მკაფიო, კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” შეიცვლება, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს, რომ ნატო-ს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს,” - განაცხადა ცისკარიშვილმა.