ანა წითლიძე - პოლიციამ არათუ არ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოძალადეებს დაერბიათ ღონისძიება

პოლიციამ არათუ არ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოძალადეებს დაერბიათ ღონისძიება - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეუძლებელია პოლიციის იმედი გქონდეს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, პოლიცია ანტისაოკუპაციო აქციებს შლის გაზით, წყლის ჭავლით, რობოკოპებით, სამოქალაქო აქტივისტებს აკავებს, მაგრამ რეალურად, სადაც უნდა აღკვეთოს ძალადობა იქცევა ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ფილიალი.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ არათუ არ უზრუნველყო ძალადობის შეჩერება, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოძალადეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს - დაერბიათ ღონისძიება და სამარცხვინოა, როდესაც პოლიცია ანტისაოკუპაციო აქციებს შლის გაზით, წყლის ჭავლით, რობოკოპებით, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს, მაგრამ რეალურად, სადაც უნდა აღკვეთოს ძალადობა იქცევა ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ფილიალი. ერთი რამე არის ნათელი, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეუძლებელია გქონდეს პოლიციის იმედი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის