მიხეილ სააკაშვილი - ოთხი დიდი სახელმწიფო აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას - ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად

ოთხი დიდი სახელმწიფო ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას - ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმება გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს.

„NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.

ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა