რატი იონათამიშვილი - პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანსა და სწრაფვას ბედნიერებისთვის - ძალადობით არც ერთი პრობლემის განეიტრალება არ შეიძლება

პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანსა და სწრაფვას ბედნიერებისთვის - ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია ცივილური ფორმებით უნდა გვქონდეს და არა ძალადობრივი ქმედებებით, რაც ცალსახად მიუღებელია, მით უმეტეს, მაროდიორობის ელემენტები კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო , - ასე უპასუხა "თბილისი პრაიდის" ჩაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ ლისზე განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიული მომზადება აჩვენეს.

"ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნას დაცული. ამ მხრივ სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიული მომზადება აჩვენეს - არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია, რაც უმნიშვნელოვანესია.

ცხადია, თითოეული ჩვენგანი უნდა გაემიჯნოს და დავგმოთ ნებისმიერი სახის ძალადობა. ძალადობით არც ერთი პრობლემის განეიტრალება არ შეიძლება, რადგან პრობლემა უფრო მეტად მწვავდება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა