UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნოემბერში დაგეგმილ კონფერენციას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ეწვევა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ტერესა მორეირას შეხვდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ და ტერესა მორეირამ კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და მიღებულ შედეგებზე, უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. გარდა ამისა, მხარეებმა მომხმარებლის უფლებების მიმართულებით დაგეგმილ სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.

„მხარეებმა, ორმხრივ დონეზე განიხლის - კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და UNCTAD-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგია, UNCTAD-ის გზამკვლევი დოკუმენტაციის საქართველოში დანერგვის მექანიზმები და ა.შ.

ტერესა მორეირა საქართველოში, 2023 წლის 16-18 ნოემბერს, დაგეგმილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ეწვევა, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თემატიკას ეხება.

ტერესა მორეირა საქართველოში 2022 წელს, პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში იმყოფებოდა, სადაც მოხსენებით: „კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების გავლენა კეთილდღეობასა და განვითარებაზე“ წარსდგა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა