ვლადიმერ პუტინმა "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ" კანონს მოაწერა  ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.

შეთანხმება „არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას“ ითვალისწინებს. ამავე კანონით გათვალისწინებულია შემდეგი: პირს, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობდა და ის დღემდე შეინარჩუნა, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეეძლება. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მუდმივი ბინადრობის მიხედვით ყველა სოციალური უფლებით ისარგებლებენ და მათ ამ მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც შეეხებათ.

„ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებს სოციალურ უზრუნველყოფაზე, განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე უფლების გამოყენება შეეძლება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზე ისინი მუდმივად ცხოვრებენ. ამავე პრინციპით სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც იმოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა 2022 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის სათათბირომ კი დოკუმენტი ამა წლის 29 ივნისს მიიღო.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი