ბათუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომობილებს დაეცა - დაზიანებულია 6 მანქანა

ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგლეჯილო ხეები ექვს ავტომობილს დაეცა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაზარალებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„ძლიერი ქარის გამო, 18-ე საბავშვო ბაღთან წაიქცა ხეები, დაზიანდა ავტომობილები, ასევე ინფრასტრუქტურა. შემთხვევით გადავურჩით, საშინელი მდგომარეობაა. ვითხოვთ დახმარებას“, - აცხადებენ მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა