გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის, რომელიც თითქმის წელიწადნახევარია რუს მონსტრს გმირულად ებრძვის, ნატოში წევრობა არ უნდა გახდეს ჰორიზონტი, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის “აბსოლუტურად დარწმუნებულია“ იმაში, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე „ერთობა და მძლავრი გზავნილი“ იქნება.

ასევე, მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთსა და შვედეთს შორის არსებული უთანხმოების მოგვარება არის დაგეგმილი.

„შვედეთმა თურქეთთან ადრე შეთანხმებული პირობები მკაფიოდ შეასრულა და იმედი გვაქვს, რომ ანკარის თავშეკავება ამ საკითხში დაძლეული იქნება“, - განაცხადა ნატოს მდივანმა.

აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

გიტანას ნაუსედას თქმით კი, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა ძალზედ მნიშვნელოვანია.

„იმ ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარი რუს მონსტრს გმირულად ებრძვის, ალიანსში წევრობა არ უნდა გახდეს ჰორიზონტი, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება... ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს...“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის