ბერბელ ბასი - ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი - ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს, რაც ევროპული ღირებულებების ნაწილია

„პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი, ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - ასე შეაფასა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა „პრაიდის ფესტივალთან“ მიმართებაში თბილისში, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები.

ბერბელ ბასის თქმით, ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დაუბრუნდება.

„გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, -განაცხადა ბერბელ ბასმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა