შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არა თუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ პრეტენზია გვაქვს ჩვენ, რომ გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი გადმოგვეცეს

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არა თუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ პრეტენზია გვაქვს ჩვენ, რომ გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი გადმოგვეცეს, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ხალხის წამების სისტემის შემქმნელები ჰყავს შეფარებული.

მისივე შეფასებით, უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას ახსნა არა აქვს, რადგან მიზეზი არ არსებობს.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ წელიწადნახევრიანი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მოდიოდა ქვეყნის შიგნით ციხის გამტეხველებისგან და გარედან მათი მფარველების მხრიდან, აბსოლუტურად ტყუილზე აწყობილი კამპანია იყო. ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ ფინანსდებოდა. ნებისმიერი სტატიის ფასი ვიცით. უცხოელი აქტორების განცხადება რა ღირდა, ზეპირად იცის ქართველმა ხალხმა. ეს კამპანია ასეთი პოლიტიკური კორუფციით იყო წარმართული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაიშალა.

რა თქმა უნდა, ვინც მიხეილ სააკაშვილს მფარველობს, ის ჯგუფი ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად შემოატრიალოს და ეს განცხადებაც ამას ემსახურება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის