საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის გზაზე საქართველოსა და გერმანიის ნაბიჯებსა და მოლოდინებზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრები და ვიზიტები ეფუძნება მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას კულტურის, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებში.

ბუნდესტაგის პრეზიდენტის ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გასული სამი ათწლეულის მსგავსად, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა