გიგა ბოკერია -  უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება - რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს

უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ამ მხრივ საქართველომ არაფერი გააკეთა.

„როგორც კი უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მორჩება და დარწმუნებული ვარ, რომ მორჩება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ეს ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელსაც არათუ არაფერი გაუკეთებია, რომ საქართველო ამავე კონტექსტში ყოფილიყო და ეს ნაბიჯი გადაგვედგა, არამედ პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა. საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს, რომ უკრაინას საქართველო მიჰყვეს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა