თორნიკე შარაშენიძე - ვიდრე რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება ძალიან გართულებულია - ახლა უკრაინის მიღებაც აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ვიდრე იქ ომი მიდის, ეს შეუძლებელია, გამორიცხულია

ვიდრე რუსული საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება ძალიან გართულებულია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც შარაშენიძემ განმარტა, ნატო-ში ვერც უკრაინა გაწევრიანდება.

„უკრაინაში ახლა ომი მიდის, ამიტომაც ახლა უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა ამას არ ამბობენ, ზრდილობიანად ეუბნებიან. იქ ომი მიდის, ზოგიერთი დაიწყებს - ინსტიტუციური განვითარება სჭირდება, დემოკრატიის ხარისხიო - სისულელეა ეს ყველაფერი როგორც ჩვენი, ასევე უკრაინის შემთხვევაში. როცა ალბანეთი ნატო-ში შევიდა, არანაირი დემოკრატია იქ არ ყვაოდა, უამრავი მაგალითი შეიძლება კიდევ. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რუსული ჯარი სადაც დგას, იმ ქვეყნის ნატო-ში შეყვანა, მითუმეტეს, თუ იქ ცხელი ომი მიდის, როგორც უკრაინაშია, პრაქტიკულად კი არა, თეორიულად წარმოუდგენელია. ერდოღანმა უკრაინის ნატო-ში შესვლას მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს რეალობას სამწუხაროდ, უკრაინისთვის არ ცვლის - ვიდრე იქ ომი მიდის, ეს შეუძლებელია, უბრალოდ, გამორიცხულია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გამოგზავნის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.

„ჩემი აზრით, ეს ზელენსკის არ უნდა გაეკეთებინა. არ მინდა, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მირჩევნია, სადმე უცხოეთში გაუშვან/ პირადად ასე მინდა, მაგრამ „აწამებენ“, „რუსეთის დავალებით კლავენ“, ეს სიმართლე არაა. არავინ აწამებს რეალურად, ციხეში ცუდად არის, მაგრამ ვის რაში აწყობს წამება და მოწამვლა? იმ ადამიანთან [ელჩთან], რომელიც იქ დარჩა, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იქ იყო, ამდენი ხანი იქ დარჩა, სწორი არ იყო. კიდევ რაღაცებს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა, უკრაინას ყველანაირად მხარს ვუჭერ და სჯობს გავჩუმდეთ, რაღაცები მოვითმინოთ, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, რომ არაფერი ვთქვათ. ქართველი პოლიტიკოსებიც სჯობს გაჩუმდნენ, მოითმინონ, რადგან უკრაინელები ჩვენს საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება