არჩილ თალაკვაძე - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ მთავრობამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა