ვასო ურუშაძე - ბიძინა ივანიშვილს საქართველო იმისთვის სჭირდება, რომ უფასო ფული აკეთოს - დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის „სამეფო კარის“ უნიჭო თამაშები

ბიძინა ივანიშვილს „საქართველო იმისთვის სჭირდება, რომ უფასო ფული აკეთოს და დღეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის „სამეფო კარის“ უნიჭო თამაშები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, გლდანში მდებარე, კომპანია „ბიტფურთან“ განაცხადა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ფარულავასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ეს კომპანია სწორედ იმის გამო შექმნა, რომ საქართველოში „უფასო ფული“ იშოვოს.

„ჩვენს უკან თქვენ ახლა ხედავთ უფასო ფულის ქარხანას. დიახ, უფასო ფულის ქარხანას,რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება, უბრალოდ ეს უფასო ფული მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა და სხვა მოქალაქეები ამ ყველაფერში ფულს ვიხდით. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ე.წ. მაინინგის საწარმო შექმნა, სადაც ყველა გადასახადისგან გათავისუფლებულია. ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება 19 თეთრია და ის ტარიფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რეალურად ჰქონდა, ეს არის 8 თეთრი ანუ ნახევარი და როცა ჩვენ კომუნალური გადასახადები გვაწუხებს, დენის გაზრდილი ტარიფი გვაწუხებს, აი, ამით არის გამოწვეული. ამან განაპირობა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო თავის პირად, უფასო ფულის საწარმოდ აქცია. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ 2012 წელს, ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო ვიყავით და იმპორტზე შემოგვქონდა მხოლოდ და მხოლოდ 470 მილიონი კვ.ელექტროენერგია. დღეს ეს გაზრდილია ორ მილიარდ კილოვატამდე და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პირადი კორუფციული და პირადი კომერციული ინტერესის გამო. მას საქართველო იმისთვის სჭირდება, რომ უფასო ფული აკეთოს და დღეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის „სამეფო კარის“ უნიჭო თამაშები. ეს არის პროცესი, რომელიც რეალურად, მათი შიდა დაპირისპირების საგანია. როდესაც ვერ იყოფენ მოპარულ ფულს, მითვისებული მილიარდობით ლარის ბუღალტერიას ვერ აწარმოებენ. ეს რეალური პრობლემაა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ფული, რომელი ფულიც დღეს ბიძინა ივანიშვილის სადაო საკითხია ბაჩიაშვილთან, არის ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მიღებული უკანონო, უსამართლო შემოსავალი,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ლაშა ფარულავას განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი „ტყუილებითა და ტრიუკებით ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას აგრძელებდა, თითქოს ფულს საქართველოში არ აკეთებდა“.

„რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველას გვიმტკიცებდა, რომ საქართველოში ბიზნესი არ ჰქონდა, თუმცა ამასობაში დადასტურდა, რომ არამხოლოდ ბიზნესი აქვს, არამედ სახელმწიფო შეღავათებით, კრიპტოვალუტის მაინინგით თაღლითურად მილიარდებს შოულობს.

პუტინის კარის ოლიგარქი ივანიშვილი, ტყუილებითა და ტრიუკებით ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას აგრძელებდა, თითქოს ფულს საქართველოში არ აკეთებდა, ვიდრე საკუთარი კომპანიის დირექტორს არ უჩივლა, რომ მან მოჰპარა ასობით მილიონი ლარი, არადა რომ გეკითხა: არანაირი საქმე არ ჰქონდა კრიპტოსთან, ბიტკოინთან და სახელმწიფოსგან მუქთად მიღებულ სარგებელთან.

ცხადია, რუსი ოლიგარქი ამას ისევ ქართველი ხალხის გაყვლეფის და გაუბედურების ხარჯზე აკეთებს, ვინაიდან ეს კრიპტო საწარმო მოიხმარდა იმდენივე ელექტროენერგიას, რაც მაგალითად, ქალაქ ქუთაისის ზომისა და სიდიდის მოსახლეობას სჭირდება.

სწორედ ამის გამო, ბოლო წლებში ენერგოდეფიციტი შეიქმნა, გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და დამოკიდებული {გახდა} რუსეთზე, ხალხს კომუნალურ გადასახადებზე ტარიფები გაუძვირდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ივანიშვილმა მილიარდები იშოვოს.

რეალურად, ეს საუკუნის თაღლითობა და ძარცვაა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად მიტაცება, რის გამოც ივანიშვილი, კი არ უნდა ასამართლებდეს ვინმეს, არამედ ქართველი ხალხი რუსს ოლიგარქს - ბიძინა ივანიშვილს. რაც დარწმუნებული ვარ, მალე თავისუფალი საგამოძიებო სისტემის და მართლმსაჯულების პირობებში აუცილებლად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ივანიშვილის კომპანიას ორი მილიონის ქონება 1 ლარად გადასცა, ასევე პირადად ივანიშვილს, თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეუქმნეს, რომ არ გადაეხადა გადასახადები, რომ მეტი ფული ეშოვა, რომ მილიარდები გამოემუშავებინა,” - განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა